ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები