სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამებში ცვლილებები შედის, რომელთა ფარგლებშიც, გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

ინფორმაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.

“აღნიშნული ცვლილებები 1-ელი სექტემბრიდან შევა ძალაში.

თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები