პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მთავარი პროკურატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ, მოსამართლეების მიმართ ზეწოლის განხორციელების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. მათივე განცხადებით, გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
„2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, -აცხადებენ პროკურატურაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები