გარდაცვლილი თანამშრომლების გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამენ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს გარდაცვლილი თანამშრომლების გამო.
„ეროვნული სატყო სააგენტოს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე დემურ ჯოლოხავა, მეტყევე ალეკო ლემონჯავა და უფროსი სპერიალისტი გელა ბარძემიშვილი, 20 ივნისს ჩხოროწყუს რაიონში, ლუგელას ხეობაში შპს “ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“ ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობზე ტყეკაფების დახურვას აწარმოებდნენ.
კომპანიის კუთვნილი „კამაზის“ მარკის ტყესაზიდი ავტომანქანით ბრუნდებოდნენ ხეობიდან, რა დროსაც მანქანა გამოვიდა მწყობრიდან და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, კლდეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანა ამოტრიალდა. გარდაიცვალნენ: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, მეტყევე დემურ ჯოლოხავა და სპეციალისტი გელა ბარძემაშვილი. ასევე კომპანიის წარმომადგენლები – გივი საჯაია და ლაშა კვარაცხელია. საავადმყოფოშია გადაყვანილი მეტყევე ალეკო ლემონჯავა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები