„რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დატოვებენ

„რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს, სავარაუდოდ, პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ, მომავალ კვირაში დატოვებენ.
შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო თავდაცვის მინისტრის შეერთებულ შტატებში ყოფნა, აქ სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერისთან ხელმოწერილი დოკუმენტის შემდგომი ეტაპების დასასრულებლად. მე მგონი, მომავალი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტი და მინისტრები თავდაცვისა და შერიგების საკითხებზე ჩამოყალიბდებიან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები