პაატა ბურჭულაძემ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახე კოტე კემულარია წარადგინა

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახე კოტე კემულარია წარადგინა.
როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, კოტე კემულარია დიდი პიროვნებაა და მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რომელი პარტიის წევრი იყო ის.
„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი არც „ნაციონალების“, არც „ოცნების“ კაცობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია პიროვნება. კოტე ნამდვილად არის დიდი პიროვნება. მე მყავს „ოცნების“ძალიან ბევრი ადამიანი, მყავს „ნაციონალებიც“ – ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ვინ და როგორ ემსახურება თავის ხალხს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
„უნდა გავხდე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება. მე ამით ძალიან ამაყი ვარ. მე ვიდექი იმ რეფორმის სათავეებთან, რომელიც 2003-2004 წლებში დავიწყეთ. უნდა ვთქვა გულწრფელად, რომ ამ რეფორმებზე დგას დღესაც ქართული ეკონომიკა, ქართული სამართალიც და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებაც“, – განაცხადა კემულარიამ.
კოტე კემულარიას პოლიტიკური კარიერა სააკაშვილის მმართველობის დროს იწყება. 2004 წელს ის იყო ელჩი რუსეთში. რამდენიმე თვეში კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, 2005 წელს სააკაშვილის გადაწყვეტილებით, კემულარია იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. მოგვიანებით, მინისტრობიდან უშიშროების საბჭოს მდივნად გადაინაცვლა. სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები