გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ჩვენ გვტკივა თქვენი ტკივილი და გვიხარია თქვენი სიხარული, ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას” ,-ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მოსახლეობას.
პარტიის თავმჯდომარემ საჩხერის რაიონულ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს  მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე, წარუდგინა.
“ეს არის მებრძოლი ადამიანი, მას ყველას გულისტკივილი გულთან მიაქვს და იბრძვის ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინოს საჩხერე პარლამენტში”,-აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საჩხერის მოსახლეობას სიტყვით  ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
“მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ „ქართული ოცნების” გამარჯვებას, რაც ნიშნავს, სრულიად საქართველოსგამარჯვებას”,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ვიცე -სპიკერმა, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” შექმნას სწორედ საჩხერეში ჩაეყარა საფუძველი, ყველა დიდი საქმე საჩხერიდან იწყება. 2012 წელს ერთ მუშტად დავდექით და გავიმარჯვეთ,დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ტონის მომცემი გახდება საჩხერე”,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
პაატა კვიჟინაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ საქმიანობასა დასამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ მთავარს, თავისუფლებას, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და განვაგრძობთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის”,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები