ზურაბ ტყემალაძე: ნიშნები, რომ პროვოკაცია იქნება, კორცხელის მაგალითმა დაგვანახა

ნიშნები, რომ პროვოკაცია იქნება, კორცხელის მაგალითმა დაგვანახა, – ამის შესახებ „მრეწველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, აჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბევრმა მოინდომა არჩევნებში მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, მათი ლეგიტიმური უფლებაა. ნიშნები, რომ პროვოკაცია იქნება, კორცხელის მაგალითმა დაგვანახა. ის, რომ ზოგიერთს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს, ესეც სახეზე გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ეს მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია“, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები