უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი წერს.
მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება.
„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ამასთან, შეხვედრის გადადების მიუხედავად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს პირადად შეხვდება.
კომენტარები
კომენტარი