„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
კომპანია „მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისში, „მაკდონალდს საქართველოს“ გუნდი კიდევ ერთ ახალ მისამართზე მოგემსახურებათ.
ახალი რესტორანი ვაჟა-ფშაველას გამზირზე N42/44-ში, დელისის მეტროდან 1 წუთის გზაზეა განთავსებული. “მაკდონალდსის” ახალი სივრცე, ერთგულ მომხმარებლებს, ვისთვისაც უკვე 26 წელია, მაკდონალდსი შეუცვლელ, მაგიურ გარემოსთან ასოცირდება, სტუმარ-მასპინძლობის განსხვავებულ და ჯადოსნურ გამოცდილებას სთავაზობს. სიმბოლურია, რომ საქართველოში ოპერირების 26-ე წელს მაკდონალდსი 26-ე ახალი რესტორნით ხვდება, რომელიც სტუმრებს 17 აპრილიდან ემსახურება.
“მაკდონალდსის” ახალი რესტორანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს სტუმრებს. რიგით 26-ე რესტორანი დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს და გამწვანებულ გარემოს აერთიანებს, ამასთან რესტორანში თვითმომსახურების განახლებული კიოსკები დაგხვდებათ, მაგიდაზე განთავსებული სწრაფი დამტენები და QR კოდით წინასწარი შეკვეთის საშუალებაც არის. ასევე მაკდონალდსის ახალ სივრცეში მაკკაფეს კუთხეს შეხვდებით, სადაც მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ განახლებული დესერტები და არომატული ყავა. მნიშვნელოვანია, რომ რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომია მაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.
“მაკდონალდსის” სიმბოლოს – ჯადოსნური -ის, კიდევ ერთ მისამართზე განათება ნიშნავს, რომ ჯადოსნური მოგონებების კოლექციის შეგროვება არ სრულდება, რადგან მაკდონალდსს განსაკუთრებული, ემოციური ძალა აქვს. ის სხვადასხვა გზით ქმნის გამორჩეულ მომენტებს, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო, სწორედ ამ მისიის და იდეის გაგრძელებაა კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც საბურთალოზე რიგით მეხუთე რესტორანია, რომელიც მომხმარებლების მაღალი მოთხოვნის უკუკავშირია, რომ თბილისის ერთ-ერთ დიდ უბანში, საბურთალოზე, “მაკდონალდსის” კიდევ ერთი რესტორანი გამოჩენილიყო. ასე მივიდა “მაკდონალდს საქართველო” რიგით 26-ე რესტორნამდე, რომლის სივრცეც 145 სტუმარზეა გათვლილი.
მაკდონალდსის მისიაა ბედნიერი მომენტების შექმნა ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. “მაკდონალდსის” ხელწერა არც აქ დარღვეულა და ტრადიცია გაგრძელდა: რესტორნის კარი მათთვის გაიღო, ვისაც ბედნიერი მომენტების შექმნა და მოგონებებად ქცევა ყველაზე მეტად სჭირდება.
“მაკდონალდსმა” საქველმოქმედო ფონდის “მომავლის გზის,“ აღსაზრდელებს უმასპინძლა, სადაც 45 გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარი ბავშვია, საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშ კი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 35 ბენეფიციარი ოჯახია. “მაკდონალდსის” გუნდმა მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ “მაკდონალდსის” ერთგულ მომხმარებლებს, აპლიკაციაში, ახალი რესტორნისთვის განკუთვნილი შეთავაზება დახვდებათ, ბიგ მაკ მენიუ სპეციალურ ფასად უკვე 1 კვირის განმავლობაშია აქტიური და 24 აპრილის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.
“მაკდონალდსი” ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ახალი რესტორნის ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში – 19, საქართველოს მასშტაბით კი 26 რესტორანია. ახალ პროექტში, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნა, კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 100-მდე ადამიანი დაასაქმა.
„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2200-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
„მაკდონალდს საქართველოს“, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო“ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.