პაპუაშვილი – თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები

“თურქმენეთის მეჯლისის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში წარმატებით ვითარდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

“ყურადღება გავამახვილე ჩემს ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტზე თურქმენეთში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

ხაზგასმით აღვნიშნე თურქმენეთის ტრადიციული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე.

ასევე, ხაზი გაესვა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. საქართველომ გამოხატა თურქმენეთის აღნიშნული სტატუსისადმი მხარდაჭერა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“ თანასპონსორობის ინიციატივით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებსა და საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციების შორის. თურქმენეთის მხარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ქალ დეპუტატთა და ახალგაზრდა დეპუტატებს შორის კავშირების გაძლიერების სურვილს.

ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები.

თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები