ზაალ კასრელიშვილი: ერდოღანის ოპოზიციის გაერთიანება შესაძლოა, კავკასიისთვის საფრთხის შემცველი გახდეს

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ანალიტიკოს ზაალ კასრელიშვილის ვარაუდით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომი მოვლენები შესაძლოა, კავკასიის რეგიონისთვის, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის საფრთხის შემცველი გახდეს.
„თუ თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ გიულენის მომხრეები, მისი მემარცხენე პოლიტიკური ოპოზიცია და რადიკალური ისლამის მიმდევრები გაერთიანდებიან, კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის საფრთხის შემცველი იქნება“, -განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, უკვე განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაპირისპირება სხვა სიბრტყეში გადავიდა და ზედაპირზე ამოვიდა ღია პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება.
„ვფიქრობ, დაკავებული სამხედროების, მოხელეების, მოქალაქეების ნათესავები გააქტიურდებიან და მოძებნიან კავშირებს ერდოღანის ოპოზიციაში. მას ოპოზიცია მრავალრიცხოვანი ჰყავს. ესენი არიან: ქურთების, როგორც პოლიტიკური, ისე მებრძოლი ფრთა, მემარცხენე ოპოზიცია და რადიკალური ისლამი“, – თქვა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები