ტრამპი: უკრაინის მდგომარეობა მძიმეა – ზელენსკის შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთელ ქვეყანას არ დაკარგავს

უკრაინის მდგომარეობა მძიმეა – მას შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთელ ქვეყანას არ დაკარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შეერთებული შტატების ლიდერი აღნიშნავს, ზელენსკის წამქეზებელი განცხადებები ომის საკითხის მოგვარებას ართულებს.

„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე ამაყად აცხადებს, რომ „უკრაინა ლეგალურად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. აქ სალაპარაკო არაფერია“. ეს განცხადება ძალზე საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან ყირიმი წლების წინ დაიკარგა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას ეგიდით და განხილვის საგანიც კი არ არის. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოდნენ ამისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ამ ტერიტორიაზე ასევე მდებარეობდა რუსული წყალქვეშა ნავების ძირითადი ბაზები „ობამას გადაცემამდე“ მრავალი წლის განმავლობაში. ეს არის ზელენსკის წამქეზებელი განცხადება, რაც ასე ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს საამაყო! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა – მას შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთელ ქვეყანას არ დაკარგავს.

რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება „სასაკლაოს“ გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც „სათამაშოდ კარტები არ აქვს“ ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!“, – წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები