ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურია-არალეგიტიმურიას გიჟური ყვირილ-ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა აწ უკვე თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, არალეგიტიმურია-არალეგიტიმურიას გიჟური ყვირილ-ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს და ასევე საქართველოს ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი. მისივე თქმით, ამ ორმა ფაქტმა წყობიდან გამოიყვანა და სულ ჭკუიდან შეშალა, ისედაც გაგიჟებული და აწ უკვე თამაშ გარეთ დარჩენილი მეხუთე კოლონელები.
„უმძიმეს დღეში ჩააგდო ე.წ. ოპოზიცია სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა ბოლო დროს ქვეყნის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. არალეგიტიმურია-არალეგიტიმურიას გიჟური ყვირილ-ბღავილის ფონზე, ჯერ იყო და საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს. ეს ამბავი ბოლომდე გასრულებული არ იყო, რომ საქართველოს ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა და სულ ჭკუიდან შეშალა, ისედაც გაგიჟებული და აწ უკვე თამაშ გარეთ დარჩენილი მეხუთე კოლონელები.
ამიტომაც კიდევ ერთხელ დასტურდება ცნობილი გამონათქვამი: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.