ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება

ქუთაისში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ესენი იქნებიან: გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
„ჭიათურასა და ხარაგაულში კანდიდატებად ეყოლებათ მოქმედი გამგებლები. რაც შეეხება სამტრედიას, იქ იქნება გიორგი მიქელაძე, ვანი-ხონში – გიორგი ლილუაშვილი, ტყიბული-თერჯოლაში ელგუჯა გოცირიძე, ზესტაფონში კი – შალვა კიკნაველიძე. საჩხერეში ჯერჯერობით არ ვიცი და ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები