პირი, რომელიც გია ბარამიძის ყოფილმა მოადგილემ დაჭრა, სოდის ყოფილი თანამშრომელია

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლებში მონაწილე სამი პირის ვინაობა „კვირასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
პირი, რომელსაც გია ბარამიძის ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ ანთაძემ ესროლა, მამაგეიშვილია. ის სოდის ყოფილი თანამშრომელია. „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ მას სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა.
„კვირასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი მამაგეიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ავთანდილ ანთაძე, რომელმაც კრედიტორს ესროლა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები