ნიღბიანი მამაკაცი ახლა უკვე კოდის მოსახლეობას აშინებს – “ორმეტრიანია და ხტუნაობს”
სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მოსახლეობას აშინებს. როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის. იყო სახლებში შესვლის მცდელობაც. მამაკაცმა ერთ-ერთი სახლის ფანჯრის გაღებაც სცადა, რის გამოც ხალხი შეშინებულია.
მოსახლეობა დახმარებას სამართალდამცველებს სთხოვს. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია.
„ორმეტრიანია, ძალიან სწრაფად დარბის და ხტუნაობს. სამ მეტრიან კედელზე შეუძლია, რომ გადახტეს. ზოგს ეშინია, ზოგს არ ეშინია. ამ ფაქტს სპეციალისტის დასკვნა სჭირდება, ვიდრე გამგებლის. ჩემს ფანჯარასთან იყო მოსული და აწვებოდა ხელით, ყმუოდა და გამოვეკიდეთ, როცა გავეკიდეთ გაიქცა. 112-ში დავრეკეთ და ვერაფერი ვერ ნახეს. ღამის 4 საათზე კიდევ განმერდა. წნევიანი ქალი ვარ სახლში ვერ გავჩელებურვართ. არ მინდა რომ დაღამდეს. ბავშვები გვყავს, შეშინებულები ვართ“, – აცხადებენ ადგილობრივები.