საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამინისტრო მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, და თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს „ცხელ ხაზზე“: +905336903040; +905418184400”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები