სალომე ჩარკვიანის მიმართ საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო ხვალ განიხილავს

სალომე ჩარკვიანის მიმართ საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ 11:30 საათზე განიხილავს, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
პროკურატურამ სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად, სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩარკვიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ გაითვალისწინა რიგი გარემოებები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები