დავით უსუფაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩვენს კოლეგებს საფრანგეთის პარლამენტიდან და სრულიად ფრანგ ერს, ნიცაში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. შეუძლებელია, სიტყვებით გამოვხატოთ ის მწუხარება, რასაც ამ წუთებში განვიცდით.
ბასტილიის აღების დღის ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარმა, შემზარავმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა მიმართოს თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი სენის დასამარცხებლად.
ამ რთულ, მტკივნეულ წუთებში, ჩვენ ვდგავართ საფრანგეთის გვერდით და გამძლეობას ვუსურვებთ ამ შემაძრწუნებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, -ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები