ლევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის

„მინდა საქართველოს პრეზიდენტს უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ პროფესიული ნდობისთვის, რაც გამოიჩინა ჩემ მიმართ“, – ამ სიტყვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილმა ლევან ბოძაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან ბოძაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.
„მინდა საქართველოს პრეზიდენტს უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ პროფესიული ნდობისთვის, რაც გამოიჩინა ჩემ მიმართ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, რა რეფორმების ქვეშაც იმყოფება დღეს საქართველოს მართლმსაჯულება. ეს არის საკმაოდ მაღალი და საპატივცემულო პოზიცია, რომელზეც ვარ წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, იმედი მაქვს, რომ საკანონდებლო ორგანო გაითვალისწინებს პრეზიდენტის წარდგინებას და მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს”, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ლევან ბოძაშვილი დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები