ნიცა – ათობით დაღუპული და 100-მდე დაშავებული (ვიდეო)

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოსახლეობა სადღესასწაულო ფოიერვერკის სანახავად ინგლისის სანაპიროზე იყო შეკრებილი, რა დროსაც ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლაც.
“ბი-ბი-სი”-ს ცნობით,  დაღუპულია სულ მცირე 30-მდე, ხოლო დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
ადგილობრივი პრეფექტურა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მომხდარს კი „თავდასხმა“ უწოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა.
ფრანგულ ტელეარხ BFM-ს ცნობით, მომხდარის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ავინიონიდან პარიზში დაბრუნდა.

https://www.youtube.com/watch?v=YNybKWGo2x8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები