დავით უსუფაშვილი: კვალიფიციური სუბიექტების სტატუსი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
„კვალიფიციური სუბიექტების სტატუსი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით. ამასთანავე, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე თემაზე. პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, რომლითაც სუბიექტების ნაწილი დარჩა უკმაყოფილო, იმიტომ, რომ ერთი და იგივე დრო განაწილდა 11 სუბიექტზე, იმიტომ რომ 11 არის კვალიფიციური და თუ ხუთზე განაწილდებოდა, ის სხვები მეტს მიიღებდნენ. მესმის მათი უკმაყოფილების, მაგრამ სხვა გამოსავალი იქნებოდა ის, რომ თქვენი, ტელევიზიების ხარჯზე მომხდარიყო მეტი უფასო დროის გამოყოფა პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ, ამ საკითხში ჩვენ უნდა ვიყოთ ზომიერი და ის დრო, რაც “რესპუბლიკურ პარტიას“ ეკუთვნის, არ არის „რესპუბლიკური პარტიის“ დრო, ის არის თქვენი დრო, კანონით დღეს „რესპუბლიკელებისთვის“ მოკუთვნებული. ხვალ საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება სხვას მიეკუთვნოს. კმაყოფილი ყოველთვის ყველა არ არის, ძალიან ხშირად მეც ვყოფილვარ უკმაყოფილო, მაგრამ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“,- განმარტა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები