სოფელ გუჯარეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთში, ტყესთან ახლოს 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი სოფელ თელას მცხოვრებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდოდ ადგილი აქვს სუიციდის ფაქტს. ამ დროისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა დღეს მოხდა.
ამჟამად, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მოკვლევას ლაგოდეხის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი დაოჯახებული იყო და არც ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა.
დილით იგი სამსახურში წავიდა, თუმცა რამდენიმე საათში ის მეზობლებმა სოფელთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები