მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, შაქრო კალაშოვს 11 აგვისტომდე პატიმრობა შეუფარდა. შაქრო კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი“ ფულის გამოძალვაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. კალაშოვის დაცვა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სასჯელს მოითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, კალაშოვი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან არის დაკავშირებული, რომელმაც 2015 წლის დეკემბერში ერთ-ერთი მოსკოვის რესტორნის მეპატრონეს 8 მილიონი რუბლი გამოსძალა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა. ეს ინციდენტი რესტორანთან სროლით დასრულდა. ორმხრივ სროლაში ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. კალაშოვი 11 ივლისს დააკავეს, მეორე დღეს მას ბრალი წაუყენეს. რუსული მედიის ცნობით, ასლან უსოიანის, იგივე „დედ ხასანის“ დაღუპვის შემდეგ, შაქრო კალაშოვი, ან „შაქრო მალადოი“ რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი გახდა. ის „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები