შსს-მ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღძრა

ჟურნალისტ რეზო ოქრუაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რეზო ოქრუაშვილის ცხედარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. 65 წლის რეზო ოქრუაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად შვილმა აღმოაჩინა, რის შედეგადაც სამართალდამცავებს შეატყობინა. შემთხვევა გორში, ჭალის დასახლებაში, გორკის ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები