პაატა ზაქარეიშვილი: მზად ვარ, ვიმუშაო ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ არ მექნება წაყენებული პირობები

მზად ვარ, ვიმუშაო ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ არ მექნება წაყენებული პირობები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილი თავის პარტიულობაში.
„გუშინ მქონდა საუბარი პრემიერთან, ძალიან კორექტული, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილები თავის პარტიულობაში“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები