შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
„გუშინდელ დღემდე ვმუშაობდი ჩვეულებრივ რეჟიმში და ჩემი გათვლები იყო ისეთი, რომ ბოლომდე უნდა ვიყოთ. გუშინ არსებითად შეიცვალა ვითარება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოსაზრება იყო, მაგრამ ვინაიდან არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები, არავითარი უფლება არ მქონდა, რომ შემეყოვნებინა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. დღეიდან დაიწყება უკვე მუშაობა, რათა გადავიტანო საკითხები სხვაზე. ალბათ, ჩემი პირველი მოადგილე იმუშავებს გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, მას ჩავაბარებ საქმეებს. არ მგონია, რომ ამას დასჭირდეს ძალიან დიდი დრო, მაქსიმუმ ათი-თორმეტი დღე. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პერიოდში უნდა ჩავეტიო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, ის “რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები