ავტომობილი, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილს მოჰპარეს, პოლიციამ აღმოაჩინა

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი Toyota Land Cruiser 200, რომელიც ბოროტმოქმედებმა გასულ კვირას მოიპარეს, პოლიციამ აღმოაჩინა.
როგორც გამოცემა „სტრანას“ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განუცხადა, მანქანა არ დაზიანებულა და უკვე დაუბრუნეს მფლობელს. გერაშენკოს თქმით, ავტომობილით როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე მისი ძამა, დავითი სარგებლობდნენ. ამასთანავე, ის დაცვის ერთ-ერთ სამსახურზეა გაფორმებული. ოდესის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაჯავშნილი „ჯიპი“, რომლის ფასი 6 მილიონ გრივნას შეადგენს, სააკაშვილს არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები