დავით უსუფაშვილი: ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს და არა – კოალიციას

“რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
“რესპუბლიკელებმა“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 მარტს მივიღეთ და ვთქვით, რომ კოალიციაში განვითარებული მოვლენების და ჩვენი გეგმების შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია“ წარდგება, როგორც “რესპუბლიკური პარტია“, საარჩევნო კოალიციისა და ბლოკის გარეშე.
ასევე ჩვენ ვთქვით, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს.
ყველა მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს, სახელმწიფოს და არა კოალიციას ან “რესპუბლიკურ პარტიას“. ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი საამისოდ ერთ-ერთ თარიღად იყო მოცემული. დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე “რესპუბლიკური პარტია“, მისი ხელმძღვანელები ძალიან მკაფიო და ზუსტ განცხადებებს გავაკეთებთ. ეს არის დღეების საქმე, აღარ არის კვირეების საქმე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები