სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები 18-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯალაბაშვილებში ჩამოწოლილი მეწყერის გამო მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი 18-მდე ოჯახი. ასევე დატბორილია საცხოვრებლის სარდაფი და ერთწლოვანი ნარგავები.
დაზარალებულები ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას და კომპენსაციას მოითხოვენ. ასევე მეწყრული კერები დაფიქსირდა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ბელტურის უბანში ოთხ ოჯახთან მისასვლელ გზაზე განვითარდა მეწყერი, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთებზე და წონიარისში აბუქეთა კოკოტაურის მიმართულებით აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.
ადგილობრივ გამგეობაში მობილიზებულია სტიქიის შემსწავლელი კომისია. მათი განმარტებით, სტიქიის კერებთან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები