დაღესტანში სკოლის დირექტორი მოკლეს

დაღესტანში, ყარაბუდახკენტის რაიონის სოფელ გუბდენის სკოლის დირექტორი მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სკოლის დირექტორი სახლიდან ღამით გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილები მიიმალნენ, მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები