ესპანეთში ხარმა ტორიადორი მოკლა (ვიდეო)

ესპანეთში ხარმა კორიდას დროს 29 წლის ტორეადორი ვიქტორ ბარიო მოკლა. „ბი-სი-სის“ ინფორმაციით, კორიდა ქალაქ ტერუელში მიმდინარეობდა და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კადრებში ჩანს,როგორ დაესხა ხარი მამაკაცს თავს.
ესპანური მედიის ცნობით, შემთხვევის გამო კორიდა შეჩერდა. ექიმები ტორეადორის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ბოლოს ესპანეთში ხართან შერკინების დროს ტორეადორი 1992 წელს მოკვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები