ხაჯიმბა – რუს ტურისტებს აფხაზეთში არაფერი ემუქრებათ
აფხაზეთში რუსეთის და სხვა ქვეყნების ტურისტებს არაფერი ემუქრებათ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ე.წ. ელჩთან, სემიონ გრიგორიევთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ჩვენ პროცესებს მთლიანად ვაკონტროლებთ. აფხაზეთში სიტუაციის გართულების არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების საკითხზე რეფერენდუმი 10 ივლისს ჩატარდება და ეს თარიღი არ შეიცვლება.