რუსეთიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევეს

რუსეთის ხელისუფლებამ ორი ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევეს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-დან რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
დიპლომატების გაძევებას წინ უძღოდა ინციდენტი მოსკოვში, შეერთებული შტატების საელჩოსთან, სადაც, რუსული მედიის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი საელჩოს დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა. აშშ-ის მიერ რუსული დიპლომატების გაძევებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები