ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეების უფროსი მოკლეს

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეების უფროსი აბუ ბაკრი მოკლეს. მასთან ერთად თავდამსხმელებმა ცოლი და შვილიც დახოცეს.
ტელეკომპანია Alsumaria-ს ცნობით, მკვლელობა სალახედინის პროვინციაში მოხდა. ამის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” მკვლელების ძებნა დაიწყეს და 10 ადამიანი შეიპყრეს. ამ პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი პირების მკვლელობა პირველად არ მომხდარა. მიმდინარე წლის მაისში აქ აბუ აბდერახმან ალ-ანბარი მოკლეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში უშიშროების საკითხებით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები