ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთში ავტომობილი ააფეთქეს, ორი ადამიანი დაიღუპა

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაიღუპა ორი ადამიანი – სამხედრო და სამოქალაქო პირი. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი იუწყება. წინა დღეს ორმხრივი სროლის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 17 წევრი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები