თურქეთის ავიაციის დარტყმის შედეგად „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 წევრი დაიღუპა

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სულ მცირე 12 წევრი დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ამის თაობაზე სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც სააგენტოს თურქმა სამხედროებმა აცნობეს, თურქეთის ჰაქარის პროვინციაში ქურთი „ბოევიკების“ რვა ობიექტია განადგურებული. ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტების შვიდი პოზიცია დაიბომბა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და „ქურთთა მუშათა პარტიას“ შორის კონფლიქტი 2015 წელის ივლისში განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები