ინდონეზიაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა. ვერტმფრენი ქალაქ იოგიაკარტის მახლობლად ჩამოვარდა. სამხედრო ვერტმფრენი სურაკარტიდან იოგიაკარტაში მიფრინავდა, სამხედროები აქ ინდონეზიის პრეზიდენტის, იოკო ვიდოდოს ჩასვლასთან დაკავშირებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები