პესკოვი – რუსეთის საფრთხეზე საუბარი აბსურდულია

რაიმე სახის საფრთხეებზე საუბარი, რომელიც თითქოს რუსეთისგან მომდინარეობს, აბსურდულია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ნატოს ვარშავის სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას განაცხადა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გარეშე მტრის მოძიებას და „რუსეთის საფრთხის“ წინააღმდეგ მოქმედებებს გააგრძელებს, მოსკოვი და ალიანსი საერთო ენას ვერ გამონახავენ. ამასთანავე, პესკოვის თქმით, რუსეთსა და ნატოს აქვთ თანამშრომლობის საშუალება – კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები