აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დალასში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპულ ტურნეს შეამცირებს და დალასში ჩავა. იქ ხუთშაბათს პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგად ხუთი სამართალდამცველი დაიღუპა. ამჟამად ბარაკ ობამა პოლონეთში, ნატოს სამიტზე იმყოფება. შაბათს ის მადრიდში ჩავა, საიდანაც ვაშინგტონში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დალასში ხუთი პოლიციელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. პოლიციელებს ცეცხლი ორმა სნაიპერმა გაუხსნა აქციის დროს, რომლის მონაწილეები ორი შავკანიანის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები