ნატომ და ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეებისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის შესახებ დეკლარაცია მიიღეს

ვარშავაში, ნატოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნორობის დეკლარაციას მოეწერა ხელი, რომელიც „ჰიბრიდული საფრთხეების“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მოაწერეს.
„დღეს, ევროატლანტიკური თანამეგობრობის წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, რომელიც მომდინარეობს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან “, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკუმენტი ნატოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.
დეკლარაციის თანახმად, ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ევროკავშირი და ნატო გააძლიერებენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოს რუსეთთთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები