ირაკლი სესიაშვილი: ვარშავის სამიტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან დიდ პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ

ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან დიდ პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავდმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ნატოს წევრობისთვის საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. „ჩვენ მთლიანად ორიენტირებულნი ვართ, რომ ამ ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება შევძლოთ. ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გვაქვს ნატოს მხრიდან და წევრი ქვეყნებისგან. ეს ყველაფერი მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად იქნება ჩართული“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები