ირაკლი ალასანია: ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ ნატოსთან

ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ ნატოსთან და ევროპასთან ერთად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. ალასანია ნატოში გაწევრიანების დეკლარაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება შედგა.
“ეს არის დიდი სტიმული თავად ნატოსთვის, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათთვისაც ეს არის სტაბილურობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე. როგორც მახსოვს, ეს არის პირველი ასეთი დეკლარაცია. ჩვენ დეკლარაციას ექვსი თვე ვამზადებით, მიხარია, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ამ საკითხზე და ასეთი ერთიანები წარვსდექით ნატოს წინაშე. დღეს საქართველო წარდგა გაერთიანებული ნატოს წინაშე ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები