მაშველებმა მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ბიჭის ცხედარი მდინარე აბაშისწყალიდან რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ამოიყვანეს.
კიდევ ერთი დაკარგული მამაკაცის, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი, ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ის წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.
სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ. სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები