იან კელი: ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი

“ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
”ყველამ იცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მან გაახმოვანა, იყო ის, რომ ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. დღეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ განამტკიცეს საქართველოს მისწრაფება, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი”,- განაცხადა იან კელიმ.
მისივე განმარტებით, ჯონ კერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერაც, ასევე ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ”კარგი წინასაარჩევნო გარემო”.
”პრეზიდენტსა და პრემიერთან შეხვედრების დროს აღინიშნა ის მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება კარგი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნებას საქართველოში, რისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ის, რომ იყოს შესაძლებლობა, ყველა ხმა, მიუხედავად იმისა, ეს მოდის მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან, იყოს ხელმისაწვდომი მედიის საშუალებით. ასევე საქართველოსა და აშშ-ს აქვს ერთობლივი წუხილი, რომ ”რუსთავი 2″- ის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდეს წინასაარჩევნო პერიოდში”,- განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები