ტაივანში მატარებლის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

ტაივანში, მატარებელში მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აფეთქდა თვითნაკეთი ბომბი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია რკინის მილი, რომელშიც, სავარაუდოდ. ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ დატოვა მამაკაცმა მატარებელში საეჭვო ნივთი, რის შემდეგ მალევე აფეთება მოხდა და ყველაფერი კვამლში გაეხვია. ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ლინ ციუანმა ამ ფაქტს უკვე უწოდა „სიძულვილის აქტი“ და აფეთქების გამოსაძიებლად შესაბამის უწყებებს კომისიის შექმნა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები