პოლონეთის პრეზიდენტი – საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან თანამშრომლობა არა მარტო გამართლებული, აუცილებელიც არის

„საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან ნატოს თანამშრომლობა არა მარტო გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ“, – ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის მთავარი ფუნქცია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფაა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას გეგმავს და რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვეყოლება, რომელიც საერთაშორისო წესებისა და პრინციპების ერთგულია, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო”, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გაგრძელდეს.
„ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი პრინციპია – ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება, გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან შესაბამისი პირობები უნდა დააკმაყოფილოს. თუ ამას სხვა მხრიდან შევხედავთ, ალიანსმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს „ღია კარის“ პრინციპი. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, მზად ვართ მივიღოთ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ჩემი აზრით, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან ნატოს თანამშრომლობა არა მარტო გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა”, – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.
ცოტა ხნით ადრე ამავე შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ვარშავის სამიტზე დაადასტურებს აღმოსავლელი პარტნიორების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდაჭერას, რომ დაეხმაროს მათ, რათა გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები