თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამკაცრების და ახალი წესრიგის დასამყარებლად

„ვარშავის სამიტმა, წესით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამკაცრების განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დასამყარებლად“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატის კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ვარშავის სამიტმა, წესით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამკაცრების განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დასამყარებლად. სამიტის შემდეგ კი დაიწყება მუშაობა, რათა გაეცეს პასუხი კითხვას – „როგორ“. სწორედ, ამ პროცესში ვითხოვდით, რომ საქართველო ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის მსგავსად მჯდარიყო მაგიდის გარშემო… ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზეც, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული სახელმწიფოსთვის და ფრანგული კონტრაქტები ამის დასტური იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა ამ საკითხზე განცხადება. რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა, რომ მოლოდინი, რომელიც გვაქვს და შეთანხმება, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით არსებობს, დადასტურდება სამიტზე და უკვე ნატოს სისტემის, ნატოს ქსელის თანამონაწილე გახდება საქართველო“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები