“ჩვენ ვაცხადებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ” – რიმა ბერაძე
“ჩვენ ვაცხადებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრი, რიმა ბერაძე აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ვისწრაფვით, რომ ქვეყანაში არ მოხდეს კორუფციის განვითარება და ხელშეწყობა. ამიტომ, ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს,” – აცხადებს რიმა ბერაძე.